ცოფის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ
12-06-2018
ცოფის საჯარო სკოლაში, კონსულტანტ-მასწავლებლის ფატი მუშკუდიანის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროექტი „საჩუქარი“ განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ქართულიდან აზერბაიჯანულად და სომხურად და პირიქით, მხატვრული ტექსტები თარგმნეს და პატარა ხელნაკეთი წიგნი გააკეთეს. 

წიგნი სახელად „საჩუქარი“ მათ სკოლის ბიბლიოთეკას აჩუქეს. 

პროექტში ჩართული იყვნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები სომხური და აზერბაიჯანული სექტორიდან. 

პროექტის მიზანი იყო სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება და მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება. 

ცოფის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სკოლის ქართული ენის მასწავლებელს ელზა კუპატაძეს და ინგლისური ენის მასწავლებელ აინურ გულმამედოვას ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203