კერძო სკოლა „ლამპარში“ თამბაქოს მავნებლობის შესახებ კონფერენცია გაიმართა
12-06-2018
რუსთავის ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის კერძო სკოლა „ლამპარში“ მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან თამბაქოს მავნებლობის თემაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ისტორიის პედაგოგი არჩილ თაბუკაშვილი ხელმძღვანელობდა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მე-11 კლასის მოსწვალეები, რომლებმაც თამბაქოს მანვებლობასთან დაკავშირებით სლაიდები წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონფერენცია მოსწავლეებში ჯანსღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და თამბაქოს მავნებლობის შესახებ მოზარდებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. იხილეთ ფოტოები