თბილისის N36 საჯარო სკოლის პირველკლასელები მათემატიკას სახალისო აქტივობებით სწავლობენ 
24-10-2024

თბილისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად, შემოქმედებით და კრეატიულ Iა და Iბ კლასებში, საინტერესო და სახალისო მათემატიკის გაკვეთილი ჩატარდა, რაშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობდნენ. 

გაკვეთილს პედაგოგი ნ. ყურმაშვილი ხელმძღვანელობდა.

პედაგოგის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებზე იმუშავეს, გამოავლინეს მათი ცოდნა და შემოქმედებითი უნარები. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203