კერძო სკოლა „საუნჯე“ მოსწავლეებს ღირსეული სამოქალაქო ცხოვრებისათვის ამზადებს
12-06-2018
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ თემაზე- „პიროვნება და საზოგადოება“ დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაში უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მერვე და მეათე კლასის მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნობრივი მასალის კარგი ცოდნა. ახალგაზრდებმა საინტერესო არგუმენტების მოშველიებით გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ, ისაუბრეს საფრთხეებზე, რომლებიც პიროვნებას უნებურად ბრბოს წევრად აქცევს, სახეს აკარგვინებს და ართმევს ინდივიდუალური აზროვნებისა და მოქმედების უნარს.

დისკუსიას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და დირექცია. შეხვედრას ჰქონდა როგორც საგანმანათლებლო, ისე აღმზრდელობით მიზნები.

„ასეთი ღონისძიებებით სკოლა „საუნჯე“ თავის მოსწავლეებს ღირსეული სამოქალაქო ცხოვრებისათვის ამზადებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203