სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები თბილისის წიგნის ფესტივალს ესტუმრნენ
12-06-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ VII კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ლია ბაზაძესთან ერთად წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ესტუმრნენ.
ფესტივალი წელს მეშვიდედ გაიმართა და მასშტაბურობით გამოირჩეოდა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და შეიძინეს წიგნები, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში.
განსაკუთრებული მოლოდინით ელოდნენ „გიკი გოგოს“ ავტორთან, ჰოლი სმეილთან შეხვედრას, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით ესტუმრა ფესტივალს.
მის თაყვანისმცემლებს შორის მოხვდა სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლე, რომელმაც თავის საყვარელ მწერალთან ერთად თბილისი დაათვალიერა.
მისი თქმით, ეს იყო საუკეთესო მომენტი მის ცხოვრებაში და სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს