აწყურის საჯარო სკოლაში ქართულ ანბანს პირველი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა აუდიტორიას იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ შესახებ მოუყვნენ.
„პატარებმა მათთვის ჩვეული ბედნიერი და ხალასი ღიმილით მოგვიყვნენ სამშობლოს სიყვარულის ამბავი. კიდევ ერთხელ შეგვახსენეს,
რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ქართულ ანბანთან და ცოდნის სამყაროსთან
ზიარება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აწყურის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ პირველ მასწავლებელს ეკა
გელაძეს ღონისძიების მომზადებისათვის და წარმატებებს უსურვებს.