
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, მე-7 კლასში, პედაგოგ ვაზგანუშ აკოპიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო გაკვეთილი გაიმართა.
გაკვეთილის თემა - „შემოდგომა“ გახლდათ. მოსწავლეებმა სკოლაში საშემოდგომო ნობათი წარადგინეს და საკლასო ოთახი ოქროსფერ ფერებში მორთეს.
მათ წელიწადის ამ ულამაზესი დროის შესახებ ისაუბრეს და დრო ხალისიანად, ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: