საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი განახორციელეს
12-06-2018
საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური პროექტი - „ჩვენც დავბერდებით“ განახორციელეს. სკოლის აღსაზრდელები ადგილობრივ მოხუც ქალბატონს ესტუმრნენ, მისი პრობლემები მოისმინეს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ჯანმრთელობა უსურვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ხანდაზმულ ქალბატონს მოსწავლეთა სტუმრობა და მათი ყურადღება ესიამოვნა. იხილეთ ფოტოები