ატესტატების გაცემა 25 ივნისიდან დაიწყება
12-06-2018
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატებისა და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატების საყოველთაო გაცემა 25 ივნისიდან დაიწყება. როგორც Etaloni.ge–ს განათლების მართვის საინფორმაციო სისიტემაში განუცხადეს, ატესტატის გაცემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სახლია.

დაინტერესებულმა პირებმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან იუსტიციის სახლებს. 

დოკუმენტების გაცემა ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.

ატესტატის აღების პროცედურებს გაეცანით ბმულზე - ატესტატის აღება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203