ხოფურის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო გამოცდები მიმდინარეობს
12-06-2018
ხოფურის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს წელს შიდა სასკოლო გამოცდები უტარდებათ.
გამოცდები სასკოლო სასწავლო გეგმით იყო გათვალისწინებული, რაც სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცა.
„როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სკოლას უფლება აქვს შიდა სასკოლო გამოცდები დანიშნოს. ამ გამოცდებმა სასწავლო პროცესი მოსწავლეებზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახადა. მოსწავლეებს მიეცათ საშუალება საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოევლინათ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა მოსწავლე საგამოცდო პროცესში ინტელექტუალურად ჩაერთო. ხოფურის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო გამოცდები მომავალ სასწავლო წლებშიც იგეგმება“-აღნიშნა სკოლის დირექტორმა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს