ძველი სენაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით თემაზე გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ
12-06-2018
ძველი სენაკის საჯარო სკოლის CENN გუნდის წევრები და მასწავლებლები გამოფენაში - „გავუფრთხილდეთ გარემოს!“ მონაწილეობდნენ. ღონისძიება, 5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ეკო-კლუბ „მწვანე ერთობის“ (ხელმძღვანელი - ქეთევან კოღუა) ორგანიზებით ჩატარდა.
გამოფენაზე ძველი სენაკის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად საკუთარი ნახატები და ნამუშევრები გამოფინეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს