
ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პიროვნულ განვითარებაში, ზნეობრივი ღირებულებებისა და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების გათავისებაში ეხმარებიან და სწორ ფასეულობებს უყალიბებენ.
მოსწავლეები ხალისით, სწავლობენ საგანს - „მე და საზოგადოება“, რომლიც სწორედ ზემოთ აღნიშნულს ემსახურება.
ახლახან, მოსწავლეებმა პედაგოგ ნატალია რამიშვილის ხელმძღვანელობით თემა - „ჩემი ოჯახი“ შეისწავლეს.
მოსწავლეებისთვის საკითხი მეტად საინტერესო აღმოჩნდა, თემატური ნამუშევრებიც შექმნეს, რომლებშიც გულწრფელი ემოციები ჩააქსოვეს.
„ყველაზე გულწრფელები“,- ასე აფასებს მასწავლებელი მოსწავლეთა ნამუშევრებს და მათი აქტიურობა ახარებს.
იხილეთ ფოტოები: