2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებულთა სია და პრიზები გამოქვეყნდა
2017-2018 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებული ოლიმპიადის მონაწილეებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოებისა და დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფის საკითხების განსაზღვრის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება გამოქვეყნდა.
ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ტურებში გამარჯვებული მოსწავლეების სია. ბრძანებით განისაზღვრა გამარჯვებულთათვის გადასაცემი პრიზები:
1. პირველი ადგილის მფლობელ (გამარჯვებულ) თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (პრიზი) და პირველი ხარისხის დიპლომი;
2. მეორე ადგილის მფლობელ (გამარჯვებულ) თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 700-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი და მეორე ხარისხის დიპლომი;
3. მესამე ადგილის მფლობელ (გამარჯვებულ) თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (პრიზი) და მესამე ხარისხის დიპლომი.
4. მე-4-მე-10 ადგილის მფლობელ (გამარჯვებულ) თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი (პრიზი) და სიგელი.
ბრძანების მიხედვით, საგნის შესაბამისად შექმნილი რეიტინგული სიის პირველ სამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცემა მადლობის სიგელები.
იხილეთ ბრძანება