„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეებისთვის საერთაშორისო გამოცდები ციფრულ ფორმატში ჩატარდა 
18-10-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა“ მოსწავლეებს მსოფლიო დონის, ხარისხიან განათლებას აძლევს და უხსნის საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელ გზას.

12 ოქტომბერს, XI და IX კლასის მოსწავლეებმა ჩააბარეს PSAT/NMSQT და PSAT 8/9 გამოცდები, ისევე როგორც ამერიკაში, „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაშიც“, გამოცდები ციფრულ ფორმატში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ეს გამოცდები აუცილებელი კომპონენტია ამერიკული ატესტატის მისაღებად. 

PSAT 10 გამოცდას კი, X კლასელები 2025 წლის აპრილში ჩააბარებენ.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებასა და წინსვლას უსურვებენ. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს თითოეულ მოსწავლეს და მოუთმენლად ველით მათ შედეგებს, რომელიც ამერიკიდან ორ კვირაში ჩამოგვივა!“, - აღნიშნავენ სკოლაში და იმედებით ელიან მოსწავლეთა შედეგებს. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203