მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
15-10-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები და მათი დამრიგებლები ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლაში“, წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კონკურსის გაზაფხულის ნაკადის წარმატებულ მებრძოლებსა და მათ დამრიგებლებს, შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ გადმოგზავნილი სერტიფიკატები სკოლის დირექტორმა ნინო ნიკოლეიშვილმა გადასცა. 

„წინ შემოდგომის სეზონის ამაღელვებელი ეტაპი გველოდება, წარმატებული ასპარეზობა ბრეინსელებო“, - ამ შემართებით კი, სკოლაში ახალ გამოწვევებს ელოდებიან. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203