„ეს ვადა მნიშვნელოვანია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსის ცვლილებას გეგმავენ“ - მანანა რატიანი eSchool-ში დოკუმენტაციის ატვირთვაზე
12-06-2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი სოციალური ქსელის საშუალებით მასწავლებლებს eschool-ში დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

გთავაზობთ მანანა რატიანის პოსტს:

„პოსტი მასწავლებლებისთვის:

eschool-ში დოკუმენტაციის ატვირთვის და გამოქვეყნების ვადა 15 ივნისამდეა. იცით, რომ წლის მანძილზე შეზღუდვა არ გქონდათ ეს გეკეთებინათ. პროგრამა ამის საშუალებას გაძლევდათ, განსხვავებით წინა წლებიდან. დროულად დასრულება საშუალებას მისცემს შეფასების ჯგუფებს დაიწყონ მნიშვნელოვანი პროცესი - შეფასება, ვადებში ჩაეტიონ და დასვენებისთვისაც დრო დარჩეთ!

ეს ვადა მნიშვნელოვანია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსის ცვლილებას, ან გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებას გეგმავენ და ამისთვის საკმარისი წინაპირობაც აქვთ. დანარჩენებს შესაძლებლობა ექნებათ აქტივობები აუჩქარებლად, მომდევნო სასწავლო წელს ატვირთონ. გახსოვთ ალბათ, შეფასების ჯგუფებს აქვთ საშუალება თქვენი საქმიანობები სემესტრულად შეაფასონ (გამოიცა შესაბამისი ბრძანება),“ - აღნიშნულია მანანა რატიანის პოსტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203