იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში სახელობითი სტიპენდიები საზეიმოდ გაიცა
11-10-2024

იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული, სადაც ახალგაზრდებს სწავლისთვის ყველა შესაფერისი პირობა აქვთ შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის ტრადიციადქცეული დღესასწაულის მოწყობას აგრძელებს. სკოლაში წელს მეორედ გაიცა სახელობითი სტიპენდიები.

სახელობითი სტიპენდია ამავე სკოლის ათმა მოსწვალემ მიიღო, ხოლო სამ კურსდამთავრებულს ბაკალავრიატის პირველი კურსი დაუფინანსდა. სასტიპენდიო პროგრამას საფუძველი პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, დიდი პედაგოგის - სილოვან ხუნდაძის შთამომავალმა ეკატერინე ასათიანმა  ჩაუყარა. 

აღსანიშნავია, რომ სასტიპენდიო პროგრამის დაფუძნებაში დიდია სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის და სკოლის პედაგოგის - მარინე რუსაძის წვლილი. კერძოდ, მარინე რუსაძემ თავად მოიძია ეკატერინე ასათიანი და თანამშრომლობაც შედგა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემომწირველების რიცხვი გაიზარდა და სახელობით სტიპენდიებს ეკატერინე ასათიანთან ერთად, აფინანსებენ: საქართველოს ბანკი, სკოლის დირექტორი - მურად ჯიშკარიანი და პიროვნება, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ასევე, აღსანიშნავია სკოლის პედაგოგების ერთი ჯგუფის - საბუნებისმეტყველო კათედრის წევრების ინიციატივა, თავად დააფინანსონ ერთი სტიპენდიატი. 

დასახელდნენ გამარჯვებულები: სილოვან ხუნდაძის (3), იოსებ ოცხელის (2), გიორგი ახვლედიანის (2), დიმიტრი უზნაძის (2), ნიკო ჯაფარიძის (1) სახელობითი სტიპენდიატები. მათ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნათ.

სტიპენდიანტები შემდეგი მოსწავლეები არიან:

  • სილოვან ხუნდაძის სახელობის პრემია, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით - მე-12გ კლასის მოსწავლე ნინი კუხიანიძე;
  • სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - მე-11გ კლასის მოსწავლე აკაკი ხაჭაპურიძე; 
  • იოსებ ოცხელის სტიპენდია, STEM მიმართულებით: ოთარ ლაღაძე - მე-11გ კლასი და მერაბ კაპანაძე - მე-11დ კლასი; 
  • დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდია: მე-12ბ კლასი - ანა მიქაბერიძე; მე-11გ კლასი - ლალიტა გერაძე; 
  • გიორგი ახვლედიანის სახელობის სტიპენდია - ანანო ნიკოლაძე - მე-11გ კლასი; ლილე გუმბერიძე - მე-12ბ კლასი.

ასევე, დასახელდა „წლის მოსწავლე“. აღნიშნული სტატუსი ნინი კუხიანიძემ და ოთარ ლაღაძემ მოიპოვეს. 

კონკურსში მონაწილე შემდეგი მოსწავლეები კი ფასიანი საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ:

  • ნია ცერცვაძე - მე-11ა კლასი; 
  • საბა ჯინჭველაშვილი - მე-11ე კლასი; 
  • ანასტასია ხურციძე - მე-11დ კლასი; 
  • ანამარია გიორგაძე - მე-12გ კლასი.

გამარჯვებულები დაასახელეს მურად ჯიშკარიანმა, ზაზა ლომინაძემ, გია ბასილაძემ, დავით ერემეიშვილმა, მერაბ კეზევაძემ, მაია ცქიტიშვილმა, შალვა კირთაძემ, მაია კეზევაძემ.

„ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი დაუვიწყარი, ამაღელვებელი და სიხარულით სავსე დღე დაიწერა. ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას, მასწავლებლებს კი მადლობას ვუხდით, დაუღალავი შრომისთვის. ვისურვებთ, რომ დღევანდელი დღე მოტივაცია ყოფილიყოს ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203