ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს 
09-10-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბიოლოგიის მასწავლებელმა, მარიამ მამფორიამ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა სხვადასხვა აქტივობა.

თავდაპირველად, მოსწავლეებმა შეავსეს კითხვარი, რომლის საშუალებითაც გამოავლინეს გარკვეული ცოდნა და საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, შემდეგ  განიხილეს ინფორმაცია  ცოფის გამომწვევი ვირუსის, ინფიცირების გზების, საფრთხეების, გავრცელებული მითებისა და რეალობის, დაავადების პრევენციის შესახებ. ბავშვებმა ასევე, ისაუბრეს საკუთარი შინაური ცხოველების დაცვისა და მათთან უსაფრთხო თანაცხოვრების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ ამისთვის ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია.

მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი და სხვა შესაბამისი რესურსები საინფორმაციო დაფისთვის.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით 2007 წელს დაარსდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203