ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორმა გურიის წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგის ტიტული მიიღო
11-06-2018
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით N7 ეროვნულ კონფერენციაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია პროგრამა „მომავლის თაობის" ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად PH International ახორციელებს.
აღნიშნულის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამოქალაქო განათლების წარმატებული და სამოქალაქო განათლების კლუბის საუკეთესო მეურვე პედაგოგები დაასახელეს.
ხაჯალიის საჯარო სკოლიდან გურიის წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგი სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა გახდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია