აბაშის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბის წარმატებული მოღვაწეობა
07-10-2024

აბაშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. 

იქ უცხო ენების სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი - „ლიტერა“ ფუნქციონირებს. 

კლუბი საბაზო საფეხურის მოსწავლეებს კითხვის, მოსმენის, დისკუსიის, პრეზენტაციის უნარების განვითარებასა და დახვეწას სთავაზობს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მშვიდობის კორპუსის უცხოელი მოხალისე და ინგლისური ენის პედაგოგები კლუბის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203