ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს - ხატია გელაძესა და გიორგი სესაძეს izrune.ge-ს დიპლომები გადაეცათ
04-10-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ. 

მათ შორის არიან ხატია გელაძე და გიორგი სესაძე, რომლებსაც izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომები მიენიჭათ. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს და შეიმეცნეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს.  

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...