თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი საგანმანათლებლო ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ 
03-10-2024

თბილისის N136 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების წახალისებითა და ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო კონკურსებში და თავიანთ ცოდნას ადასტურებენ. 

ამჯერად, 3ა კლასის მოსწავლეები „ევერესტის“ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლეები და მათი მათემატიკის მასწავლებელი თამარ ბერულავა დაჯილდოვდნენ. 

„ვულოცავთ აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს და კიდევ უამრავ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!“, - აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მათი წარმატება და მომავალ წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203