თბილისის N165 საჯარო სკოლა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ამასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორმა, მაია ჯაბაურმა
Etaloni.ge - სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, სკოლა ავარიულია და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის ემზადება.
სექტემბრამდე სკოლის სრული რეაბილიტაცია ვერ მოესწრება,
ამიტომაც მოსწავლებლები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან, სავარაუდოდ, 41-ე და 55-ე საჯარო სკოლებში.
მაია ჯაბაურის თქმით, პროექტი 6 თვიანია, მაგრამ შენობაში სასწავლო პროცესის აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.