„ხანძარი და უსაფრთხოება“-სტეფანწმინდის გიმნაზიის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს
11-06-2018
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებელმა ია სუჯაშვილმა და მერვე კლასის მოსწავლეებმა, თემაზე-„ხანძარი და უსაფრთხოება“, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს.
სკოლის დირექცია მათ გაწეული შრომისთვის და საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის დიდ მადლობას უხდის.
მათივე ცნობით, უსაფრთხოების თემა ყოველთვის აქტუალურია როგორც სასკოლო, ასევე-ფართო საზოგადოებისთვის.