
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და მიზანდასახული პედაგოგი ჰყავს, მათ შორისაა დირექტორი შახვალატ ნაბიევი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული პრემიის კონკურსში მონაწილეობდა.
28 სექტემბერს, დმანისში სახალხო დღესასწაული „დმანისობა“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების მიერ მოეწყო საგამოფენო სივრცე. გაიმართა პედაგოგების და წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული პრემიის კონკურსში მონაწილე დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან წარდგენილ პედაგოგებს და მათ შორის შახვალატ ნაბიევს ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
სკოლაში პედაგოგს ულოცავენ დამსახურებულ საჩუქრებს, შრომის დაფასებას და მას წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.