სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტების მონაწილეობით პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა
11-06-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტების მონაწილეობით ინგლისურ ენაზე ჩატარდა პრეზენტაცია: „სამართლის განვითარების ისტორია“, რომელსაც ინგლისური ენის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი ნანა ვახანია ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება მიჰყავდა იურიდიული ფაკულტეტის I კურსის სტუდენტს, მარი ოქროჭელიძეს. პრეზენტატორებმა წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:
1) „სამართლის განვითარების მოკლე ისტორია და სამართლის დეფინიცია“ - რეზი ჭუმბურიძე და გაგა ყარაულაშვილი;
2) „რომის სამართალი“ - თამარ ჯიმიშვილი;
3) „ბრიტანეთის სასამართლო სისტემა“ - ანა სამაკაშვილი;
4) „აშშ-ს სასამართლო სისტემა“ - მარი ბუჩუკური და მარიამ ახალაია;
5) „გერმანული სასამართლო სისტემა“ - ანა მუკბანიანი;
6) „საქართველოს სასამართლო სისტემა“ - მარი ოქროჭელიძე;
7) „აშშ-ს, ბრიტანეთის, გერმანიის და საქართველოს სასამართლო სისტემების საერთო და განმასხვავებელი ნიშნები“- გიორგი რურუა და თემო ჭარელი.
მოხსენებები საინტერესოდ იყო გაფორმებული სლაიდებით, ვიდეო მასალით და ლათინურ -ინგლისური გამონათქვამით სამართალზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი ჯანო წულუკიძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ჯანო წულუკიძემ სტუდენტებს მიულოცა საინტერესო გამოსვლები, ხაზი გაუსვა ასეთი სახის პრეზენტაციების მნიშვნელობას, წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა.
პრეზენტაცია შეაჯამა ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ვახანიამ, რომელმაც აღნიშნა თუ როგორი მონდომებით ემზადებოდნენ სტუდენტები და მათ წარმატებები უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს