როდიდან შეეძლებათ აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა
11-06-2018
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ივნისის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ.

აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) ამობეჭდავენ.

ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. 

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203