მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პირველკლასელი მოსწავლეების ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 11 ივნისიდან დაიწყება
10-06-2018
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 ივნისის დასრულდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე (საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციისას) რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. წარმოგიდგენთ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენ აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:
1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციასა და აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომელიც მოსწავლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში ინახება დაწესებულებაში.
გაითვალისწინეთ, II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში არწარდგენის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს