ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ზღაპრის გმირებმა მიულოცეს
19-09-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ჟრიამულით დაიწყო. 

სადღესასწაულოდ მორთულ სკოლაში, სპეციალურად ამ დღისთვის, ანიმატორები მიიწვიეს, რომლებმაც მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. პატარები მათთან ერთად ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ხალისობდნენ. 

მონატრებულ მოსწავლეებს მასწავლებლებიც მოუთმენლად ელოცნენ, სწორედ მათ მორთეს სასკოლო სივრცე და ბავშვები სიხარულით მიიღეს. ყველაზე პატარებს - პირველკლასელებს კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ. 

სკოლაში ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა, საქართველოს დროშა აღიმართა და სასწავლო წელიც დაიწყო. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203