სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლონეთის ბიზნესისა და ინოვაციების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს მასპინძლობს
08-06-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლონეთის ბიზნესისა და ინოვაციების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, ლოძის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის მარკეტინგული კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ დარიუშ ტრძმიელაკს მასპინძლობს.

დღეს პროფესორი დარიუშ ტრძმიელაკი შეხვდა სსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს და წაიკითხა მოხსენება: „სტარტაპებისა და ტექნოლოგიების გადაცემის, სამეცნიერო - ტექნოლოგიური პარკების განვითარების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების მარკეტინგის პოლონური გამოცდილება“. სტუმარმა სტუდენტებს პოლონეთის უნივერსიტეტებში მიმდინარე ინოვაციური პროექტები გააცნო. 

შეხვედრაზე, დარიუშ ტრძმიელაკმა და სსუ-ს პროფესორებმა, ლოძისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

ვიზიტის დასასრულ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა და პროფესორებმა პოლონელი სტუმარი სუვენირებით დაასაჩუქრეს და უნივერსიტეტის სახელით მადლობის სიგელი გადასცეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203