
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღესთან დაკავშირებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები და „სურვილების ხე“ შეამკეს მათი მოლოდინებით.
სკოლას საჩუქრებით ეწვია საპატიო სტუმარი - ბიზნესმენი გია ჭყონია, რომელმაც ბავშვები გაახარა.
დირექციამ სასკოლო საზოგადოებას უამბო გასული წლის წარმატებები და გააცნო სამომავლო გეგმებიც. აღნიშნულ დღეს, ასევე დაჯილდოვდნენ მადლობის სიგელებით ის მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებიც გასული სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში.
სასკოლო ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად საკლასო ოთახში გადაინაცვლეს.
„ისინი საზაფხულო თავგადასავლების თხრობასთან ერთად, სკოლის შინაგანაწესსაც გაეცნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
დღემ სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: