ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მასწავლებლის - ფატიმა მგელაძის პროექტი კონკურსის გამარჯვებულია 
19-09-2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლას პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. ისინი სხვადასხვა კონკურსსა და პროექტში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ფატიმა მგელაძე კვირიკეს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პედაგოგია. მან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებულ კონკურსში, პროექტით - „ჩემთვის, შენთვის, ჩვენთვის“ გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა.

სკოლა პედაგოგით ამაყობს და მას მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203