მახაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი ზარი პირველკლასელებმა საზეიმოდ დარეკეს 
18-09-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლაში, ახალ, 2024-2025 წელს მოსწავლეებს დიდი სიყვარულით, საზეიმოდ ვითარებაში შეეგებნენ.

​ეს მნიშვნელოვანი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი, დასამახსოვრებელი და ემოციური პირველკალსელთათვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.

მათ დირექტორმა - ლერი სილაგაძემ კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცა, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ​ხელმძღვანელის დახმარებით, პირველკლასელებმა ასევე თავად დარეკეს სკოლის პირველი ზარი, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო.

სასკოლო საზოგადოება თითოეულ მოსწავლეს ულოცავს სწავლის დაწყებას და საუკეთესო, ნაყოფიერ და წარმატებულ წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203