
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ლამაზი და ემოციური ღონისძიება გაიმართა, სადაც პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს. სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა, რომლის მოსმენის შემდგომ სასკოლო საზოგადოებას დირექტორი ევგენია კარაპეტიანი მიესალმა. მან, მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ცოდნის სამყაროში შებიჯება მიულოცა და ნაყოფიერი, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ღონისძიებაზე, დირექტორმა - ევგენია კარაპეტიანმა პირველკლასელებს ასევე კუთვნილი კომპიუტერები გადასცა, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ წელს კატნატუს საჯარო სკოლას ორი პირველკლასელი ჰყავს.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: