13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა, დამაკმაყოფილებელია
13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილი დაეჯახა, დამაკმაყოფილებელია.
„პაციენტს ჩაუტარდა სრული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ორგანოებისა და სისტემების რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. მოზარდს კანი აქვს დაზიანებული მუხლებზე, ხელებსა და გვერდზე. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - აცხადებენ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში.
შემთხვევა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოხდა.
იხილეთ ასევე:
საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევებისას 25 წლამდე 72 ახალგაზრდა დაიღუპა და 2 578 დაშავდა