
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მათ შორის არიან ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის N17 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან რვა აბიტურიენტმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ხარობენ და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„რუსთავის N17 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ულოცავს ეროვნული გამოცდების შედეგებს, უკვე სტუდენტობას, მიზნის მიღწევას და მოლოდინების გამართლებას.
დაფინანსების მოპოვებას, ულოცავს:
საინტერესო სტუდენტობას და წარმატებულ წლებს გისურვებთ გოთუელებო!“- ვკითხულობთ სკოლის სახელით გავრცელებულ მისალოც წერილში.