თხილნარის N2 საჯარო სკოლაში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა
08-06-2018
თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სპორტული გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

სპორტულ თამაშებში 1-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას პედაგოგები - 
ნარგიზ გაბრუშიძე, ცისანა ქამადაძე, თალიკო ვახტანგიძე, ელისო რიგვავა და ნანა მიქელაძე ხელმძღვანელობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203