
თორიის საჯარო სკოლაში XII კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
მოსწავლეებს სიტყვით სკოლის დირექტორმა სერგეი პეტროსიანმა და დამრიგებელმა ლიანა სიმონიანმა მიმართეს.
მოსწავლეები პედაგოგებს, კლასს, მეგობრებს დაემშვიდობნენ და სკოლას მადლობა გადაუხადეს.
მათ სპეციალური პროგრამა მოამზადეს, სადაც ქართული და უცხოური ცეკვები წარუდგინეს აუდიტორიას, ასევე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
იხილეთ ფოტოები