ორპირის საჯარო სკოლის დასახმარებლად მომღერალმა დათო ხუჯაძემ გადაცემაში თანხა მოიგო
08-06-2018
ორპირის საჯარო სკოლის დასახმარებლად მომღერალმა და პროდიუსერმა დათო ხუჯაძემ გადაცემაში -  „ხარ თუ არა VI კლასელზე ჭკვიანი“ ითამაშა. 

მომღერალმა მოგებული თანხით და ასევე საკუთარი ხარჯებით ხმის გამაძლიერებელი დინამიკები, მიკროფონები, HP მოდელის ნოუთბუქი და გენერატორი შეიძინა და სკოლას საჩუქრად გადასცა. სკოლის აღსაზრდელებმა სტუმრისთვის ღონისძიება მოაწყვეს. 

სკოლის დირექტორი ირინა ბერეკაშვილი მომღერალს მადლობას უხდის და ღონისძიების შესახებ საუბრობს -იხილეთ ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203