
გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ.
კონკურსი მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებლების ორგანიზებით ჩატარდა და მასში სამეგრელოსა და იმერეთის საჯარო სკოლების 89 მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსი გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა.
I ადგილი - გიორგი ბაღიშვილი, ბაჩო ბჟალავა, თორნიკე ტურენკო
II ადგილი - თეონა ბაღიშვილი, ანანო ბერიშვილი
III ადგილი - როინ ბჟალავა
მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, სადაც თავიანთი ხელით შექმნილი რესურსები გამოიყენეს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში გაჭედილის საჯარო სკოლის 12 მოსწავლე მონაწილეობდა.
გაჭედილის საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები