2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი დამტკიცდა
08-06-2018
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი დამტკიცდა. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.

გამოცდები 2 ივლისს დაიწყება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

იხილეთ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი:

2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;

5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;

უცხოური ენა:

9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;

9 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;

10 ივლისი  (მეორე სესია) – ფრანგული ენა;

10 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;

13 ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;

16 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;

17 ივლისი  (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;

19 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;

20 ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;

24 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;

25 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

25 ივლისი  (პირველი სესია) – ქიმია;

26 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;

იხილეთ ბრძანება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203