ბებნისის საჯარო სკოლამ კონკურსში „წლის ლიდერი სკოლის ტიტული“ მოიპოვა და ტექნიკით დაჯილდოვდა
13-08-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლამ მორიგ წარმატებას მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვება. მათ შორის, სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში მონაწილეობდა. შედეგად კი, „წლის ლიდერი სკოლის ტიტული“ დაიმსახურა და თითო პროექტორი, პრინტერი და ნოუთბუქი გადაეცა.

როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნული ტექნიკა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვას, მოსწავლეთა თვითმართველობის მუშაობის გაუმჯობესებას და მათი ინიცირებული პროექტების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას. 

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელედება PH International -  საქართველო მიერ, დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203