
ხელვაჩაურის, ახალსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის გამართულ 28-ე სპორტული თამაშების ჭადრაკის შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა.
სკოლის აღსაზრდელები თასით, ვერცხლის მედლებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს, სპორტის მასწავლებელ ნანი კირკიტაძეს კი მადლობას უხდის.