ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები „საერთაშორისო წერილის“ წერის კონკურსში მონაწილეობდნენ
07-06-2018
„საქართველოს  ფოსტამ“ მიმდინარე წელს საერთაშორისო წერილის წერის კონკურსი მეხუთედ  გამოაცხადა.

2018 წლის საკონკურსო თემა იყო: „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი, რომელიც მოგზაურობს  დროში. რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისათვის?“.  

კონკურსში 192 წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, მათ  შორის– საქართველო.            

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის საჯარო სკოლის    მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, მარიამ  მახვილაძემ და თამარ  სანდუხაძემ, მეშვიდე კლასიდან კი–ანი ავალიანმა.            

გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში გაიმართა. 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები განსაკუთრებული პრიზებით დაჯილოვდნენ, დანარჩენებს სერტიფიკატები, სასწავლო აქსესუარები და გიორგი კალანდიას მიერ გამოცემული კრებული -„ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო–კლარჯეთი“ გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელების მიერ ჩატარებული კონცერტიც შთამბეჭდავი იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203