
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო.
ბანაკმა „ცეროდენამ“ მოსწავლეებს დაუვიწყარი გამოცდილება შესძინა და შთამბეჭდავი დღეები აჩუქა.
ბანაკში, არა მხოლოდ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებაზე, არამედ მათი პატრიოტული სულისკვეთებიც ამაღლებაზეც ზრუნავდნენ, ასწავლიდნენ წარსულისა და გმირი წინაპრების პატივისცემას.
ბანაკის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებია რიან - ელენე ჯიხვაშვილი, გიორგი გიორგაძე, გიორგი ხეცაძე, ლილე ფანჩულიძე, გიორგი ფხალაძე, ლიზი ბრეგაძე, მარიამ მეფარიძე, მარიამ რობაქიძე, ნიკა კუტალაძე, ნინი მაღლაკელიძე, ნინო მეფარიძე, ქრისტინე გიორგაძე, თაკო ხეცაძე, ვოვა ფანჩულიძე და ბარბარე კალატოზი (თავქალი).
იხილეთ ვიდეო: