თბილისის N212 სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებას აღნიშნავენ - ძიუდოისტმა, ნოდარ ალაფიშვილმა ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
08-08-2024

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - ნოდარ ალაფიშვილის სპორტული მიღწევით ხარობენ. 

სკოლის კურსდამთავრებულმა, წარმატებულმა ძიუდოისტმა 27-28 ივლისს გერმანიის ქალაქ ბერლინში იუნიორთა შორის გამართულ ძიუდოს ევროპის თასის პირველობაზე 100 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, საუკეთესო პიროვნებას - ნოდარ ალაფიშვილს გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულის აქტიურ მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩებიან. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203