
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებას აღნიშნავენ.
სკოლის საამაყო მოსწავლე ნია კასრელიშვილი ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის AUBG-ს სტუდენტი გახდა. იგი ჩაირიცხა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე და მოიპოვა 40%-იანი გრანტი.
სკოლის მეორე აბიტურიენტმა - ანზორ ქიზიყელაშვილმა კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა წარმატებით.
სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულს ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.
„ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: