
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ხარისხიან განათლებას იღებენ, რასაც ყველაზე კარგად მათი მიღწევები და წარმატებები ადასტურებს.
სასკოლო საზოგადოებას როგორც მოსწავლეები, ისე კურსდამთავრებულები სიხარულისა და სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, სკოლაში კურსდამთავრებულ ნიკოლოზ ებანოიძის წინსვლით ხარობენ. ის პროგრამის - „ხიდი განათლებისკენ“ (Studienbrücke) ფარგლებში წარმატებით ჩაბარებული გამოცდების შედეგად, გერმანიის ქალაქ დორტმუნდის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
მას სასკოლო საზოგადოება ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ ნიკოლოზს და სკოლას ამ დიდ წარმატებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: