ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - ანი მუმლაძემ საფრანგეთის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩააბარა
08-08-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა მიღწევები შთამბეჭდავია. გარდა იმისა, რომ არაერთმა აბიტურიენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვა და ახლა უკვე სტუდენტობისთვის ემზადება. 

სკოლის ერთ-ერთმა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა - ანი მუმლაძემ კი საერთაშორისო გამოცდა ჩააბარა და სრული დაფინანსებით ჩაირიცხა საფრანგეთის უნივერსიტეტში - Haute Bretagne, ფაკულტეტზე: მათემატიკა და ინფორმატიკა სოციალურ მეცნიერებები.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. მოსწავლის კლასის დამრიგებელი ნინო ჩხეტია გახლავთ, რომელიც მისი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. 

„ვულოცავთ ანის ამ მნიშვნელოვან წარმატებას! ეს მხოლოდ დასაწყისია...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203