
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლა ამაყია კურსდამთავრებულების ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებით.
წელს, საყუნეთის საჯარო სკოლა ოთხმა მოსწავლემ: დავით გელაშვილმა,მარიამ ბარბაქაძემ, თათია ხაჩიძემ და გიორგი კოჩიტოვმა დაამთავრა და ისინი სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ.
სკოლა ამაყობს, რომ ოთხივე კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მაღალი ქულებიც მიიღეს.
„ოთხივემ წარმატებით გაართვეს თავი ეროვნულებს, საუკეთესო შედეგებით და იმედია სასურველ ფაკულტეტებზეც ჩაირიცხებიან. საყუნეთის პედკოლექტივი ჩვენს მოსწავლეებს წარმატებებს, საუკეთესო მომავალს და წინსვლას ვუსურვებს. მათ მშობლების, სკოლის და სოფლის იმედი გაამართლეს.
წარმატებები საქართველოს ყველა ახალფრთაშესხმულ სტუდენტებს. გვიყვარხართ!“, - ასე ულოცავენ სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: